თამაშის შესახებ:სახელგანთქმული სერია Luxor-ის დიდი ხნის ნანატრი გაგრძელება! პირველად - სიუჟეტური ხაზი მოვლენებითაა გაჯერებული, ხოლო სათამაშო პროცესი მაქსიმალურად მრავალფეროვანია. თამაშის გმირებს - ჯონ სვიფტსა და ჯეინ გრეჰემს მოუწევთ მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის აცილება. არქეოლოგიური გათხრების დროს ლუქსროში ისინი პოულობენ ზეციურ კიბეს, ლეგენდარულ არტეფაქტს რომლითაც დროის მართვა შეიძლება. მაგრამ მათი საქმიანი პარტნიორი სეტ ჰისტერი, რომელიც მთელი მსოფლიოს ხელში ჩაგდებას ლამობს, სამყაროს წონასწორობას არღვევს. ახლა ახალგაზრდა არქეოლოგებს მოუწევთ ეგვიპტური სიბრძნის ღმერთის - ტოტის დახმარებით მოიძიონ დროსა და სივრცეში დაკარგული ნივთები და ხელი შეუშალონ სეტს კაცობრიობის ისტორიის შეცვლაში. დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს - მოასწრებენ თუ არა ისინი კატასტროფის არიდებას? მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა:Windows XP/Vista პროცესორი:Pentium III - 1 გჰც ოპერატიული მეხსიერება:512 მბ ვიდეოკარტა:128 მბ თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე:293 მბ
|