: Best GeoRGiaN WaReZ
Joomla Template Membership Club

TOP უსერები

სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

 
ბანდიტი აგურის ქარხნიდან
 
ნანახია: 1384 | ავტორი: Guest | თარიღი: 2024-05-02



ფილმის შინაარსი:სატვირთო მანქანით მიმავალი ვაჟა, იგივე ფხინკო, გზად მოჩხუბრებს გადაეყრება. ნაცემ ახალგაზრდას თავდამსხმელებისგან იხსნის, სოფელში ჩაიყვანს და სამუშაოდ აგურის ქარხანაში მოაწყობს. მალე ჯანო ქარხნიდან აგურს მოიპარავს და მიიმალება. ფხინკო მის არაერთ სხვა თაღლითობასაც შეიტყობს. ჯანოს კვალის ძებნაში ვაჟა ობოლ გოგონას გაიცნობს, ცოლობას შესთავაზებს და თბილისში შეხვედრაზე დაითანხმებს. ფხინკო ჯანოს ნამდვილ ვინაობას დაადგენს, კახეთში ჩააკითხავს და გალახავს. ჯანო-რობერტის ცემისთვის დაპატიმრებული ფხინკო მილიციის თანამშრომლებს სთხოვს, მცირე ხნით თბილისში გაუშვან. მილიციელები, რომლებმაც კარგად იციან თაღლითი რობერტის საქმეები, ფხინკოს თბილისში პაემანის ადგილას ჩაიყვანენ და საცოლესთან შეხვედრის საშუალებას მისცემენ.

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ბანდიტი აგურის ქარხნიდან
გამოშვების წელი: 1983
ჟანრი: სათავგადასავლო/ლირიკული კომედია
რეჟისორი: გია მატარაძე
როლებში: გია გამყრელიძე-ძნელაძე (ფხინკო), ზაზა კოლელიშვილი (ჯანო), მარინა კახიანი (თინა), ია ვახტანგიშვილი (დარეჯანი), გურამ ღოღობერიძე (ძია ჟორა), კახი კავსაძე (ქარხნის დირექტორი), ზურაბ ქაფიანიძე (გოგია ინსპექტორი), ალექსანდრე ტურიაშვილი (ზემდეგი მიტო).



კომენტარები: 0
მხოლოდ დარეგისტრირებულებს შეუძლიათ კომენტარის დამატება.
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
 
     

გამოკითხვა

რას ანიჭებთ უპირატესობას?
ხმების რაოდენობა: 163

ავტორიზაცია


Login:
Password: